logo
ENG



"Novaya Gazeta" დროებით მუშაობას წყვეტს

28 მარ 202216:42
3 წუთის საკითხავი
 

დამოუკიდებელი რუსული გამოცემა, "Novaya Gazeta" დროებით მუშაობას წყვეტს. მათი განცხადებით, კიდევ ერთი გაფრთხილება მიიღეს რუსეთის ფედერალური აღმასრულებელი სააგენტოსგან [როსკომნადზორი]. 

"ამის შემდეგ ჩვენ ვწყვეტთ გაზეთის გამოქვეყნებას ვებ-გვერდზე, ქსელებში და ქაღალდზე - „უკრაინის ტერიტორიაზე სპეცოპერაციის“ დასრულებამდე."- განაცხადა გამოცემამ.

შეგახსენებთ, რომ 4 მარტს რუსეთის დუმამ მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც რუსეთის არმიაზე "ფეიკნიუსის გავრცელება" სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. ასევე აიკრძალა სიტყვა "ომის" გამოყენება.

ამ კანონის მირების შემდეგ რუსეთში მაუწყებლობა არაერთმა ადგილობრივმა და საერთაშორისო მედიამ შეწყვიტა, მათ შორის Dozhd-მა, Ekho Moskvy-მBBC-მ, CBC-მ და Bloomberg-მა.


close დახურვა